ავტორი:

"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე

"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე

აფხაზური "ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში "ქართველი მოგზაურების“ ვიზიტის შესახებ. მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ რეგიონს სავარაუდოდ, 2023 წლის 3-6 ნოემბერს ესტუმრნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა კი მოგზაურობის შესახებ ვიდეო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით, "ჩვენ გავერთიანდებით“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა მოახერხეს სოხუმის, გაგრას, რიწის ტბის და ბზიფის ხეობის მონახულება.

"ქართველები აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ ქეიფით და სიხარულით შეხვდნენ", - წერენ "ტელეგრამში", აფხაზურ არხებზე.

"ქართული მხარე, სავარაუდოდ, გამოიყენებს ამ ვიდეოს, როგორც აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ნაწილს ტერიტორიული პრეტენზიების გასაძლიერებლად. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა და გასაჯაროვდეს ყველა იმ "ტურისტის“ ვინაობა, ვინც აფხაზეთში იმყოფებოდა“, - წერს "ტელეგრამ არხი Amra-life. ვიდეოს და ფოტოებს ნახავთ ბმულზე

  • ავტორი: ანრი კურტანიძე