ავტორი:

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო - რას წერს პოლიტიკოსი

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო - რას წერს პოლიტიკოსი

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსი პოლიტიკოსი ავრცელებს.

"შეგიძლიათ ხელმოწერა თბილისში დატოვოთ. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მოიწვიეთ თქვენი ნაცნობები და მეგობრები", თან წაიღეთ თქვენი შიდა რუსული პასპორტი. გელოდებით!“ - წერს ბორის ნადეჟდინი "ტელეგრამის“ არხზე.

რეგისტრაციისთვის ნადეჟდინს 100 ათასი ხელმოწერა სჭირდება. გუშინ, მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით 11 ათასზე ცოტათი მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი კანდიდატად პარტია "სამოქალაქო ინიციატივამ“ წარადგინა. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მის დასრულებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.