ავტორი:

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"17 იანვარს, სასწავლო ფრენის დროს ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა ავარიული მძიმე დაშვება განახორციელა. არის მსხვერპლი“, - ნათქვამია ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ბიშკეკის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.