ავტორი:

წვეულებების მოყვარული, სკანდალებით ცნობილი ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქმარს დაშორდა - რას წერს მედია სანა მარინის შესახებ

წვეულებების მოყვარული, სკანდალებით ცნობილი ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქმარს დაშორდა - რას წერს მედია სანა მარინის შესახებ

ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მეუღლეს დაშორდა. სკანდალებით ცნობილმა პოლიტიკოსმა ჯერ კიდევ გასული მაისში გამოაცხადა, რომ ის და მარკუს რაიკონენი 20 წელზე ხანგრძლივ ურთიერთობას გაყრით ასრულებდნენ.

როგორც ფინური გამოცემები იტყობინებიან, წყვილი ოფიციალურად გასულ ორშაბათს განქორწინდა.

  • ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკა გასულ წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი პარტია მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიასთან დამარცხდა.

სანა და მარკუსი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოფიციალურად 2020 წელს დაქორწინდნენ. მათ 6 წლის გოგონაც ჰყავთ. მას შემდეგ, რაც წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც პირობას დებდნენ, რომ "საუკეთესო მეგობრებად დარჩებოდნენ".

"მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, ერთად გავიზარდეთ და გავხდით ჩვენი საყვარელი ქალიშვილის მშობლები",- წერდა მარინი "ინსტაგრამზე".

მას შემდეგ, რაც 34 წლის მარინმა 2019 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. მარინი კრიტიკის ქარცეცხლში 2022 წელს, პანდემიის დროს მოექცა, როცა წვეულებაზე გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა, როგორ ერთობოდა ის მეგობრებთან ერთად. მოგვიანებით, ფოტოებისა და ვიდეოებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

სანა მარინი ამჟამად ტონი ბლერის ინსტიტუტის სტრატეგიული მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა