ავტორი:

იაპონური ავიახაზების თვითმფრინავში მგზავრმა ბორტგამცილებელს უკბინა - პოლიციამ მგზავრი დააკავა

იაპონური ავიახაზების თვითმფრინავში მგზავრმა ბორტგამცილებელს უკბინა - პოლიციამ მგზავრი დააკავა

იაპონური ავიახაზების, All Nippon Airways-ის ამერიკელმა მგზავრმა გამცილებელს უკბინა და აიძულა, რომ რეისი, რომელიც სიეტლში მიემგზავრებოდა, ტოკიოში დაბრუნებულიყო.

ინფორმაციას ავიაკომპანიის სპიკერი ავრცელებს. ავიახაზების ინფორმაციით, ბორტგამცილებელმა ქალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

რეისი, სადაც ინციდენტი მოხდა, ტოკიოს ჰანედას აეროპორტიდან 21:47 წუთზე აფრინდა და დაახლოებით 1 საათის შემდეგ, უკან გაბრუნდა.

ავიახაზების სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ პოლიციამ მგზავრი თვითმფრინავის ტოკიოში დაშვებისთანავე დააკავა.

ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტმა საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გაცემაზე უარი თქვა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მგზავრებმა ბორტგამცილებლებს უკბინეს. 2022 წელს ორი მგზავრი ეკიპაჟის და სხვა მგზავრების კბენისა და ცემისთვის სოლიდური თანხით დააჯარიმეს.

ორივე შემთხვევა აშშ-ის ავიახაზებზე მოხდა. წესრიგის დამრღვევი მგზავრები ყველაზე დიდი ოდენობის ჯარიმით დაჯარიმდნენ, რაც საავიაციო ადმინისტრაციას "უწესოდ მოქცევის გამო" ოდესმე მოუთხოვია - $81,950 და $77,272.

მგზავრებისგან თვითმფრინავში აგრესიული ქცევის რამდენიმე შემთხვევა ამ თვეშიც დაფიქსირდა. ამერიკული ავიახაზების ერთ-ერთ რეისზე თვითმფრინავს ნაადრევად დაშვება მოუწია, რადგან მგზავრმა ბორტგამცილებელს მუშტი დაარტყა, შემდეგ კი პოლიციელს გაუსწორდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა