ავტორი:

"ბიბლუსმა" ყოველწლიური ჯილდო, "საუკუნის წიგნიერი“ დააწესა - კომპანიის ახალმა შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი ის მზექალა შანიძეს გადასცა

"ბიბლუსმა" ყოველწლიური ჯილდო, "საუკუნის წიგნიერი“ დააწესა - კომპანიის ახალმა შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი ის მზექალა შანიძეს გადასცა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მწერალმა პირველივე დღე ნაყოფიერად დაიწყო, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ბიბლუსის“ სახელით დაწესდა ყოველწლიური ჯილდო "საუკუნის წიგნიერი“, რომელიც ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს გადაეცა.

გუშინ ქალბატონი მზექალა იუბილარი გახლდათ და 98 წელი შეუსრულდა.

  • "ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - წერს გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში.