ავტორი:

რუსეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა - მოქალაქეები დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ

რუსეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა - მოქალაქეები დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ

ბაშკირეთში, ქალაქ ბაიმაკში, აქცია გაიმართა. Rusnews-ის ინფორმაციით, სასამართლოს შენობასთან ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი დაკავებულ ფაილ ალსინოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

  • ასლინოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბაშკირელი აქტივისტია. მისი ორგანიზაცია ბაშკირეთის სუვერენიტეტს ითხოვს. იგი 17 იანვარს, "ეთნიკური სიძულვილის გაღვივების" ბრალდებით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასლინოვი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

განაჩენის გამოტანამდე პოლიციამ ბაიმაკში გზა გადაკეტა. ქალაქში ინტერნეტის მიწოდებაც შეზღუდეს. სპეცრაზმმა მომიტინგეები ხელკეტებით სცემა, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე ორი მოქალაქე დაშავდა.

დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.