ავტორი:

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - ყოფილი პრემიერი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - ყოფილი პრემიერი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთ-ერთი იურიდიული დავა მოიგო. Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება შეწყდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის 9 იანვრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

თაღლით ბანკირზე ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ განაცხადა, რომ პატრიკ ლესკადრონის ან მესამე მხარის მიერ ბანკში "ფულის გათეთრების“ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

მანამდე ლესკადრონს ბრალი ედებოდა, რომ ხელმოწერებსა და კლიენტის ანგარიშის გამოწერებსაც კი აყალბებდა, რომ თავისი უმსხვილესი კლიენტის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ამით ის ცდილობდა, სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალი დაეკომპენსირებინა. ლესკადრონის საქმიანობა, თითქმის, ათი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე მან თავისი თაღლითობა 2015 წელს თავად არ აღიარა, ხოლო მოგვიანებით თავი მოიკლა.

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ამჟამად ივ ბერტოსა ირწმუნება, რომ "ეს დანაშაულები ფულის გათეთრების ლინზებით კი არა, არამედ მხოლოდ დანაშაულების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რისთვისაც ლესკადრონი იყო ნასამართლევი.“

"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვისა და გათეთრების მზადყოფნაზე მიუთითებს,“ - აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი. განაგრძეთ კითხვა