ავტორი:

"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური

"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ მუშაობის გაგრძელებას მოსკოვში გეგმავს. მსახიობი განცხადებას ერთ-ერთ ჯგუფში, სახელწოდებით "ქართველები მოსკოვში“ აქვეყნებს.

  • ბესო ზანგური:

მოგესალმებით, ქართველებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ვინც არ მიცნობთ, ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური. მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი. მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო მოსფილმსა და სხვადასხვა სააგენტოებში.

მინდა დამაკვალიანოთ, რა და როგორ გავაკეთო, რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი, ყველაფერი მზად მხვდებოდა. ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს, ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას. რა თქმა უნდა, ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე. ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში, ასე მგონია!

მაქვს იმედი თქვენი კეთილგანწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის. არ დაგაღალატებთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი, რადგან აქ იყო კარგი მსახიობი, მხოლოდ სახელს ნიშნავს, რომ კარგი მსახიობი ხარ, სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს.

ამ მოკლე სტატუსით იქნებ დიდი საქმე გაკეთდეს ჩემს ცხოვრებაში, რომლის თანამონაწილეც ის ადამიანი გახდება, ვინც დამეხმარება! პატივისცემით და დიდი სიყვარულით საქართველოდან, ბესო ზანგური", - წერს მსახიობი.