ავტორი:

პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაიღუპა 3 ქალი და 4 ბავშვი - რას წერს ირანული მედია

პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაიღუპა 3 ქალი და 4 ბავშვი - რას წერს ირანული მედია

სულ მცირე, სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არცერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, - იუწყება ირანული მედია.

პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა.

"ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და კონკრეტულად მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სიესტან-ო-ბალუჩისტანის პროვინციაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული რამდენიმე ტერორისტი.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა დაადასტურა, რომ სამშაბათს პაკისტანში „ტერორისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ იერიშები განახორციელა.