ავტორი:

"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“

"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტს სკანდალი მოყვა. მსახიობის სტუმარი, იუმორისტი მიშა ანდღულაძე გახლდათ, რომელმაც ტელეკომპანია "ფორმულაზე“ მათი გუნდის მიერ გაკეთებული გადაცემების დახურვის მიზეზებზე ისაუბრა.

"ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით, დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ერთად დაიხურა.

ოლიგარქმა (დავით კეზერაშვილი) არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ უცებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, ნუ, მოკლედ - სოლოლაკი რომ ვერ "ავიღეთ".

Ambebi.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში მიშა ანდღულაძე სხვადასხვა დროს გადაცემების დახურვის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა კრიზისი, პირიქით აძლიერებს და ამისთვის მადლიერია. ახლა გუნდს საკუთარი ტელევიზია აქვს და თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ.

- მიშა, სკანდალი მოჰყვა თქვენს სტუმრობას გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში. ბევრმა არ იცოდა, რომ "ფორმულადან“ წამოხვედით.

- ჯერ არ წამოვსულვართ, პროცესში ვართ. ხალხის ჩანაცვლება მიდის, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ვერ ვხვდები, რა სკანდალს გულისხმობთ, პოსტი რომ ამოგზაურეს სამთავრობო არხებმა?

- დიახ, სადაც დავით კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენიეთ და აღნიშნეთ, რომ გადაცემები იმიტომ დაგიხურეს სოლოლაკი (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე - ავტ.) ვერ აიღეთ. რეალურად "ფორმულაზე“ არ დახურულა თქვენი გადაცემები?

- ამ ეტაპზე "ნიკა არაბიძის შოუ“ დაიხურა, დანარჩენი საქმიანი მოლაპარაკების ამბავია, რას შევთავაზებთ. რაც შეეხება კეზერაშვილზე ლაპარაკს, ახალი არ არის. იუმორისტისგან რომ სერიოზულად იღებენ რაღაცას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რატომ გაუკვირდათ ჩემგან, სერიოზულადაც რომ მეთქვა, საქართველოში ბიზნესმენების დიდი ნაწილი პოლიტიკაშია ჩართული. არც ახალია რამე და არც უცნაური.

- თუმცა, ვიდრე "ფორმულაზე“ გადახვიდოდით, ახალი გუნდის მისვლის შემდეგ, იუმორისტების ნაწილთან ერთად, "რუსთავი 2-ზე“ დარჩით. გქონდათ ბევრი გადაცემა, რატომ მიიღეთ "ფორმულაზე“ გადასვლის გადაწყვეტილება?

- ძალან მარტივია, ადამიანი ყოველთვის ეძებს მისთვის კომფორტულ სივრცეს და ეს სივრცე ვიდრე კომფორტულია, თავის საქმეს აკეთებს. როგორც კი დისკომფორტი შემოდის, ეს შეიძლება იყოს ფინანსური, შიდაპოლიტიკური, სარედაქციო პოლიტიკა, ბევრი რაღაც, იწყებ სხვა ვარიანტზე ფიქრს. მივიღეთ შემოთავაზება, რომელიც უფრო კომფორტული იყო და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ვფიქრობდით, "ფორმულა“ იქნებოდა ხელსაყრელი ჩვენი განვითარებისთვის. აქ მეორე პრობლემაა, ჩემი საუბრის არ იყოს, სამთავრობო არხებზე რომ ამოგზაურეს, თითქოს რამე სასწაული ვთქვი... ჩვენ, მთელი ერი იმიტომ ვართ ცუდად, რომ ნეგატივზე ვართ ჩასაფრებული და არა - კარგზე. ეს არის ძირითადი პრობლემა. ხალხი მომზადებულია სხვის განსასჯელად - დასაგეში ტკბილეული გადაუდგე, არიქა, ვიღაცამ რაღაც თქვა და იწყება...

- ამ ინტერვიუმ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან არ შეგიქმნათ პრობლემა? თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა ის მონაკვეთი, რომელშიც კეზერაშვილს ახსენებთ.

- ბოლომდე მოესმინათ ეგ წინადადება, კარგი იქნებოდა... მადლობასაც ვამბობ, რადგან ყველა კრიზისი გაძლევს განვითარების საშუალებას. ჩვენ რომ კრიზისი შეგვექმნა "რუსთავი 2-ზე“, ამისთვისაც მადლობას გადავუხდი ყველას, რადგან შემდეგ ახალ იდეებს ეძებ.

- არასოდეს გამოჩენილხართ პოლიტიკურ შეკრებებზე, არც სიტყვიერი მხარდაჭერა მახსოვს რომელიმე პარტიის...

- რატომ უნდა მეაქტიურა, მე ხომ იუმორისტი ვარ, პოლიტიკოსი ხომ არ ვარ. როგორც მოქალაქე, ჩემი პოლიტიკურ აქტივობას არჩევნებზე მისვლით გამოვხატავ. მეტი რა უნდა ყოფილიყო ჩემი მხრიდან. მეც მინახავს იუმორისტები მსგავს შეხვედრებზე და ეს უცნაურია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მოდით, რა, ყველამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის საქმე და არა წინადადებებიდან სიტყვები ვგლიჯოთ. თუ ასე უსმენდნენ პოდკასტებს, ძალიან მიხარია. აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ოლიგარქი ძველ ათენში შეძლებულ ადამიანს ნიშნავდა, რომელიც აქირავებდა ამფითეატრს. აბა, ამაზე რას იტყვიან ვნახოთ, როგორ აიტაცებენ. ოლიგარქია - ამფითეატრის გაქირავება...

- ამ განცხადების შემდეგ, ოცნების მხარდამჭერების დადებითი შეფასებები წავიკითხე თქვენი მისამართით, წერდნენ, ნიჭიერი კაციაო...

- ჩვენ მაინც მხარეებად ვართ დაყოფილები, რაც დიდი უბედურებაა. "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამას ამბობენ, "ნაციონალები“ - იმას, "შუაშისტები“ კიდევ - სხვას. საქართველოში ბავშვი რომ იბადება, წინასწარ განსაზღვრული აქვთ ადამიანებს, ეს ბავშვი "ქოცი" უნდა იყოს, თუ "ნაცი". ეს სასაცილოა, მაგრამ რეალურად ჯოჯოხეთია. იმაზე მეტად ერჩიან ერთმანეთს, ვიდრე რუსეთი ან სხვა მტერი გვმტრობს. აი, ეს არის საშინელება. ადამიანს სამსახური ვერ შეუცვლია, ლანძღვა ან ქება რომ არ ატყდეს ან რამე არ მიაკერონ. ეს ახალი არ არის და ილია ჭავჭავაძესაც ასე ლანძღავდნენ და გოგებაშვილს "მოგებაშვილი" დაარქვეს. მე რა უნდა გამიკვირდეს, კომედიანტს, როდესაც ამხელა ხალხს ლანძღავდნენ, მე ვინ ვარ?.. ეს არ დამთავრდება კარგა ხანი.

- საკუთარი ტელევიზია გააკეთეთ...

- 2 წლის წინ, როდესაც "ამფითეატრის გამქირავებელმა“ არხზე ჩვენი რამდენიმე პროექტი დახურა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ჩვენი ტელევიზია და თავად ვყოფილიყავით საკუთარი თავის დირექტორები. შევიძინეთ სიხშირე და გავაგრძელეთ მოლაპარაკება "ფორმულასთან“ და "არაბიძის შოუ“ დარჩა, რისთვისაც მადლობლები ვიყავით. ამ არხს ვექაჩებით ახლა, დასაწყისია. სერიალებს ვაკეთებთ და ჯერჯერობით ვმუშაობთ. ასევე "სთენდაფის“ ხაზი მაქვს, თებერვალში გერმანიაში მექნება გამოსვლა. პოდკასტის დაწყებასაც ვაპირებ..

@mishaandguladze1 #misha#andguladze #comedy#standup#books##მიშაანდღულაძე #ნადგომიწყალი#ინტელექტი#music#funny#ccorporation#comedyshow #tvc#cinkvesebi #maclarenspub#podcast#tiktok#mishaandguladze1 ♬ original sound - misha Andguladze

- პოდკასტის ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში თქვენზე წერდნენ, რომ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა, მაგრამ თავად წიგნები არ აქვსო წაკითხული.

- ეს მაგარი კომპლიმენტია. ადამიანს წიგნი თუ არ გაქვს წაკითხული და წიგნს წერ, მაგარია. მალე ჩემი მეორე წიგნიც გამოვა. ამჯერად ერთად მოვუყარე თავი ტელევიზიაში მომხდარ უცნაურ, აბსურდულ, სასაცილო და ტრაგიკულ ამბებს.

- ავტობიოგრაფიული წიგნი დაგიწერიათ, სავარაუდოდ, სკანდალური იქნება, რადგან ტელევიზიების შიდა სამზარეულოს შესახებ წერთ...

- კი, ბატონო, ვნახოთ. ნებისმიერი შემოქმედებითი მცდელობა უნდა იყოს რაღაც აქტი, საქციელი, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა. თან რაც უფრო მეტს დავწერ, უკეთესია, ამ წიგნებს ხომ მეც ვკითხულობ და უფრო მეტი წიგნი მექნება წაკითხული. ორ კურდღელს ერთდროულად ვიჭერ. ასე რომ, ამ კომენტარის ავტორმაც წერა რომ დაიწყოს და თავის საქმეს მიხედოს, უფრო ბედნიერი იქნება.

- მიშა, ბოლო წლებში რამდენიმე გადაცემას სტუმრობდით, რომლის დროსაც ოჯახის წევრებზე საუბრობდით, ამას არაერთი სკანდალი მოყვა. ნანობთ ამ გადაცემებში სტუმრობას?

- სინანულს რაც შეეხება, როდესაც რაღაც პირადზე ლაპარაკობ, ხუმრობაც რომ იყოს, შეიძლება ვინმეს აწყენონო. ახლობელზე რამე სასაცილო ისტორია რომ მომიყოლია, დაურეკავს და უთქვამს რომ გაეცინა, მაგრამ გრძნობ, რომ სადღაც არ მოეწონა. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ შეგვიძლია შეცდომა დავუშვათ და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ბოდიშიც მოვუხადოთ. ქუჩაში მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, ჩემს გვარს რას ერჩი, სკეტჩში ახსენეთო... ვეუბნები, რას უნდა ვერჩოდე, შეიძლება არც ვიცნობდე, ასეთ რაღაცებისგან არ ვართ დაზღვეულები.

• ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. კომენტარზე ისევ მიშა ანდღულაძეს დავურეკეთ:

- ეს ჩემთვისაც სიახლეა, თუმცა ვიცოდი, რომ ნიკა აღარ იყო ჩვენთან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ნიკასაც და ჩემს მეგობრებსაც, ყველას. ჩვენ დავმოგზაურობთ. პრინციპში, ეგ ისედაც გითხარით, რომ "ნიკას შოუ“ ფორმულაზე აღარ გადიოდა.

მე ვრჩები ისევ "სი კორპორაციაში“ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება მთავარ არხთან, სადაც "ილოს შოუს" ვაკეთებთ და ჯერჯერობით "ფორმულასთან" კიდევ გვაქვს მოლაპარაკება.

წაიკითხეთ ასევე: