ავტორი:

მიუნხენის აეროპორტში არნოლდ შვარცენეგერი დააკავეს - რატომ დააჯარიმეს ჰოლივუდის ვარსკვლავი 35 000 დოლარით

მიუნხენის აეროპორტში არნოლდ შვარცენეგერი დააკავეს - რატომ დააჯარიმეს ჰოლივუდის ვარსკვლავი 35 000 დოლარით

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს, როგორც მედია წერს, მიზეზი ძვირადღირებული საათია, რომელიც მსახიობს თან ჰქონდა.

76 წლის შვარცენეგერი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

ირკვევა, რომ საათი, რომელიც შვარცენეგერს ეკეთა და რომლის ღირებულებაც 26 000 ევროა, მსახიობს დეკლარირებული არ ჰქონდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი საათის აუქციონზე გატანას და მიღებული თანხის ქველმოქმედებისთვის მოხმარებას გეგმავდა.

მედიის ინფორმაციით, შვარცენეგერს საბაჟო წესების დარღვევის გამო 35 000 დოლარის გადახდა მოუწია. უცნობია, საათი დაუბრუნდა თუ არა მსახიობს.

Bild-ის ინფორმაციით, საათი შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა Audemars Piguet-მა არნოლდ შვარცენეგერის სპეციალური შეკვეთით დაამზადა.