კანადელი "ენდორფინები" ონტარიოს ყინულივით ცივ ტბაში მზის ამოსვლას ერთად ეგებებიან. 20-მდე ქალბატონი საცურაო კოსტიუმში გამოეწყო და ტბაში შეცურა.
მათი თქმით, ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საუკეთესო აქტივობაა.
ქალბატონებმა დილით ადრიანად ხელში თერმოსები დაიკავეს, თავიანთი თბილი ქურთუკები გაიხადეს და ტალღებს მიუახლოვდნენ. თუმცა ისინი მარტონი არ არიან, კანადის მოსახლეობა ცივ ზამთარში ყინულოვან წყალში ცურვას ხშირად მიმართავს.
ბევრს სჯერა, რომ ცივი აბაზანები ანთებას აცხრობს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სხეულში ენდორფინების და დოპამინის დონეს ზრდის.
წყარო: reuters
ფოტოს ავტორი: Carlos Osorio