ავტორი:

"წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მარგარეტ დაიაური იქნება" - გიორგი კეკელიძე

"წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მარგარეტ დაიაური იქნება" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა.

კეკელიძემ კომპანიაში სიახლეების დანერგვა, ფაქტობრივად, პირველივე სამუშაო დღიდან დაიწყო. მან დააფუძნა "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოება", რომლის თავმჯდომარეც თავადაა.

"ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - დაწერა გიორგი კეკელიძემ.

მისივე ცნობით, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მარგარეტ დაიაური იქნება.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მარგარეტ დაიაური და მისი მეუღლე გიორგი ჭინჭარაული საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც საცხოვრებლად შატილში გადასვლა გადაწყვიტეს. ახალგაზრდა წყვილი წლებია, რაც მთებში ცხოვრობს.

წყვილის შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ: