ავტორი:

სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ, თუმცა 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ ჩრდილოეთ კორეაში თინეიჯერებს, რომლებიც სამხრეთ კორეული სერიალის ყურების ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ, თუმცა 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ ჩრდილოეთ კორეაში თინეიჯერებს, რომლებიც სამხრეთ კორეული სერიალის ყურების ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეაში ორ თინეიჯერ ბიჭს შრომით-გამოსასწორებელ ციხეში 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - BBC-ის ინფორმაციით, მოზარდები სამხრეთ კორეული სერიალის ყურების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა 2022 წელს მოხდა. დაკავების ამსახველ კადრებს BBC ავრცელებს.

თინეიჯერების დაკავების ვიდეო ჩრდილოეთ კორეაში იდეოლოგიური განათლებისთვის და მოქალაქეების გასაფრთხილებლად გაავრცელეს. ვიდეოში მთხრობელი სახელმწიფო პროპაგანდას იმეორებს: "მარიონეტული რეჟიმის კულტურა მოზარდებშიც კი გავრცელდა... ისინი სულ რაღაც 16 წლის არიან, მაგრამ საკუთარი მომავალი დაანგრიეს“- დასძენს იგი.

ჩრ. კორეა K-დრამებს თავისი იდეოლოგიის საფრთხედ მიიჩნევს. ადრე მსგავსი დანაშაული 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა 2020 წელს ფხენიანმა სასჯელი გაამკაცრა. სამხრეთ კორეული სერიალების ყურება ან გავრცელება მძიმე დანაშაულად ითვლება და სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებს. წყარო