ავტორი:

"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ის და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.

თარხან-მოურავის თქმით, ხატზე გამოსახული ქალის და მამაკაცის ვიზუალი მისი და ირმა ინაშვილის ვიზუალისგან სრულიად განსხვავებულია.

"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი - ნუ არ ვიცი... მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება. ეს არის მორიგი ტყუილი, გავაფრენ... ამდენი ტყუილის ატანა არ შემიძლია... ამ ხატზე ჩვენ არ ვართ. ხატი დაიწერა 2018 წელს და მე თმა არ მაქვს 10 წელია, მელოტი ვარ და შედარების უნარი ხომ არსებობს? მე ეგეთი თმა მაქვს?", - ამბობს დავით თარხან-მოურავი "ტვ პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, სოცქსელში გუშინ გავრცელდა შემდეგი შინაარსის პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა ფრაგმენტი მატრონას ხატიდან:

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ფაქტების მალვა, ხალხო! აქციებს რომ ატარებენ და ვიღაცეების დასჯას რო ითხოვენ, წმინდა მატრონას ხატზე სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა ასევე გამოსახულები არიან ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ეხლა, არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია, საინტერესოა, ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში. გეკითხათ თავის დროზე სამებაში მღვდლებისთვის და გეტყოდნენ, ვინც დართო ნებართვა. გამოვიდნენ ახლა საპატრიარქოდან და თქვან, ვისი დავალებით შეიტანეს. თუ ასე არაა, მაშინ რატო გადამალეს ხატი და რატო არ სცემენ პასუხს ქუჩაში გამოსულ ხალხს, ვიღაცის დასჯას რო ითხოვენ, უთხრან მათ, ვისი ბრალია და აღიარონ თავად".