ავტორი:

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე?

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე?

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ტელეკომპანია "ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის მოზარდს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ცნობით, დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი.

მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.