ავტორი:

"იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო, მახსოვს შენი თანადგომა" - რას წერს იზა ომაძე გიორგი კეკელიძეზე

"იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო, მახსოვს შენი თანადგომა" - რას წერს იზა ომაძე გიორგი კეკელიძეზე

"არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა...“ - ასე იწყებს სტატუსს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე. ქალბატონი იზა, მწერალი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაშვებას ეხმაურება...

იზა ომაძე:

"არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა. ერთ-ერთ იმ ადამიანთა შორის ხარ ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო. მახსოვს შენი თანადგომა, აქ რომ იყო მაშინ და იქით რომ გაამგზავრეს ქვეყნის მტრებმა მაშინაც… თუმცა მე რა უნდა გამიკვირდეს…

"წიგნს რომ დავწერ, სინდისი სამშვიდობოს არ გამიშვებს და ამიტომ ამ ფურცლებზე ეგეც უნდა ვთქვა: ხვიჩამდე კიდევ ერთ ვარსკვლავობისთვის ჩაფიქრებულ ახალგაზრდა კვარაცხელიას ვიცნობდი. ნიკოს... მისი ოცნებაც ის იყო, დედამიწის რუკაზე ჩვენი პატარა ქვეყანა მკვეთრად დაემჩნია და ვეღარავის წაეშალა გონებიდან მკაფიო კონტურები.

აპირებდა და ემზადებოდა. ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭის საქმედ ქცევის გაქანებაც. რადგან წარსულია თხრობის ფორმა, მიმიხვდებოდით – ვერ მოასწრო. ანდა როგორ მოასწრებდა – თანატოლებმა მიუშვირეს იარაღი ქუჩაში მიმავალ მომავლის ბიჭს.“ - წერდა გიორგი კეკელიძე

მხარდაჭერა ჩვენგან..."

შეგახსენებთ, რომ მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლის შემდეგ "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი გახდა.

"ვაფუძნებთ "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - წერს გიორგი კეკელიძე "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში.