ავტორი:

სათამაშო მოედნის მშენებლობისას 2000 წლის წინანდელი სასახლე აღმოაჩინეს - რა არის ცნობილი მის სავარაუდო მფლობელზე და რას ამბობენ იტალიელი არქეოლოგები?

სათამაშო მოედნის მშენებლობისას 2000 წლის წინანდელი სასახლე აღმოაჩინეს - რა არის ცნობილი მის სავარაუდო მფლობელზე და რას ამბობენ იტალიელი არქეოლოგები?

იტალიის ქალაქ ნეაპოლის სამხრეთით, ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობის დროს 2000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს.

პირველ საუკუნეში აშენებული სასახლე - რომელიც ისჩიასა და პროციდას კუნძულებს გადაჰყურებს - ახლა ზღვითაა დატბორილი. ექსპერტები თვლიან, რომ ის პლინიუს უფროსის, ლეგენდარული ბუნებისმეტყველისა და რომის საზღვაო ფლოტის მეთაურის მდიდრული რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. სასახლეს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს გარე ტერასა.

არქეოლოგების თქმით, ვილა გამოიყენებოდა როგორც საზღვაო სტრატეგიული მიზნებისთვის, ასევე დასასვენებლადაც.

"ვფიქრობთ, რომ ღრმა გათხრების შედეგად უფრო მეტი ოთახისა და ფრესკის პოვნა გახდება შესაძლებელი". - ამბობენ არქეოლოგები.

ვარაუდობენ იმასაც, რომ სასახლე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. შესაძლოა, რომ პლინიუს უფროსი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის მოწმე გამხდარიყო...წყარო