ავტორი:

ქორწილის დროს სტუმრები "უფსკრულმა შთანთქა" - რა მოხდა იტალიაში: "წვეულება მონასტრის შენობაში იმართებოდა, რომელიც საქორწინო დარბაზად არის გადაკეთებული"

ქორწილის დროს სტუმრები "უფსკრულმა შთანთქა" - რა მოხდა იტალიაში: "წვეულება მონასტრის შენობაში იმართებოდა, რომელიც საქორწინო დარბაზად არის გადაკეთებული"

ტოსკანის რეგიონში, ქალაქ პისტოიაში, იტალიურ-ამერიკული ქორწილის დროს იატაკი ჩაინგრა, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ Telegraph-ი წერს.

გუბერნატორმა ევგენიო ჯიანმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ დაშავებულებიდან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ისინი რეგიონის რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ფლორენციაში.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ცეკვის დროს მოხდა. სტუმრები 13 ფუტის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ.

"საშინელი პანიკა იყო, ეს იყო აპოკალიფსური სცენა, თითქოს ხალხი უფსკრულმა შთანთქა. მაშინ მხოლოდ მტვერი და ნანგრევები იყო, ვერაფერს ვხედავით, ჩემს გვერდით იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც გონება დაკარგა და სისხლდენა დაეწყო" - იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული სტუმარი.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, მეხანძრეებმა ნანგრევებიდან ადამიანები ამოიყვანეს. ოფიციალური პირების თქმით, ნგრევის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

საქორწინო დარბაზის ქვეშ იყო რესტორანი. როგორც იქ მყოფები იხსენებენ, საშინელი სანახავი იყო, როდესაც ჭერი ჩამოინგრა და იქიდან მძიმე მასამ ხალხი ქვეშ მოიყოლა.

აღსანიშნავია, რომ წვეულება მე-15 საუკუნით დათარიღებული მონასტრის შენობაში იმართებოდა. შენობა ბოლო წლებია, რაც საქორწინო დარბაზად გადააკეთეს...წყარო