ავტორი:

"მიშა ტყვეა - ვინც მის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარანტინში" - იაგო ხვიჩია

"მიშა ტყვეა - ვინც მის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარანტინში" - იაგო ხვიჩია

ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც მიშას ციხეში გადაყვანასა და არ გადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარი დაუკეტო მნიშვნელობა არ აქვს სად, კარანტინში მაინც უნდა გადაიყვანო ერთი ორი კვირით და მერე „მიშა კომფორტულ მდგომარეობაშია და სამოთხეშია" - საუბარს მოუკლებენ" - ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილია ტყვეა, მიუხედავად იმისა თუ როგორ გალიაში ზის ის.

"ჩემი აზრით, ხალხი, რომელიც მიშას ციხეში გადაყვანასა და არ გადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარი დაუკეტო მნიშვნელობა არ აქვს სად, კარანტინში მაინც უნდა გადაიყვანო ერთი ორი კვირით და მერე „მიშა კომფორტულ მდგომარეობაშია და სამოთხეშია“ - საუბარს მოუკლებენ. მიშა ტყვე არის, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, როგორ გალიაში ზის, ის მაინც ტყვეა და არ შეიძლება, ტყვეს წამოაძახო, რომ ის კარგ მდგომარეობაშია და ითხოვდე მისი მდგომარეობის გაუარესებას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და უკრაინის კონტრდაზვერვამ დაგეგმა, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამისთვის მეტი მტკიცებულებების წარმოდგენაა საჭირო.

"მე არ ვიცი, ვინ შემოიყვანა მიშა, მე მგონი, თავისი ინიციატივით შემოვიდა. ასეთი ადამიანია ზოგადად და არ დასჭირდებოდა სხვების წაქეზება. თვითონაც იყო ამის მომხერხებელი. მაგრამ თუ ვინმემ რამე იცის. მეტი მტკიცებულებებია საჭიროა“,- განაცხადა ხვიჩიამ.