ავტორი:

"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას

"დრაკონის ცეცხლი" - რა არის ცნობილი ახალ, რევოლუციურ ლაზერულ იარაღზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რა შესაძლებლობები აქვს მას

"დრაკონის ცეცხლი" - ასე ჰქვია ახალ ლაზერულ იარაღს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოცადეს და რომელსაც რევოლუციურ იარაღს უწოდებენ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლაზერული იარაღის განვითარებაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს თავდაცვის უწყების ცნობით, ამ იარაღს შეუძლია, როგორც ჰაერში, ასევე ზღვაში, ნებისმიერი ხილული სამიზნის "დაჭერა“.

მაღალი სიზუსტის ლაზერულ იარაღი იმდენად ზუსტია, რომ 1 კმ-ის მანძილზე შეუძლია მონეტის მსგავსი პატარა, 3,3 სმ დიამეტრის სამიზნეს დაარტყას.

იარაღი შექმნილია რაკეტების, თვითმფრინავების, დრონების და ა.შ. ჩამოსაგდებად. მისი წარმოება ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სხვა, იგივე დანიშნულების იარაღების, თუმცა, უფრო ზუსტი და ეფექტიანია.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამ იარაღს სამიზნესთან მიღწევა და მისი აფეთქება შეუძლია სინათლის სიჩქარით.

ლაზერული იარაღი პირველად გამოცადეს 2022 წელს, თუმცა ამჟამინდელი ტესტის დროს გამოჩნდა, რომ ის გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე დაგეგმილი და მოსალოდნელი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში "დრაკონის ცეცხლის" გამოყენებასთან დაკავშირებული გეგმები დაჩქარდეს და რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენონ მთელ მსოფლიოში არსებული მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე