ავტორი:

"ეს გამოუსწორებელი დანაკლისია" - სოხუმში, სამხატვრო გალერეაში ხანძარი იყო, განადგურდა ათასობით ნახატი

"ეს გამოუსწორებელი დანაკლისია" - სოხუმში, სამხატვრო გალერეაში ხანძარი იყო, განადგურდა ათასობით ნახატი

სოხუმში, სამხატვრო გალერეაში, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის "საგანგებო სიტუაციების სამსახური" ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით, 04:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა იყო ჩართული, 07:00 საათისთვის ცეცხლი ლოკალიზებული იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს ცეცხლის გავრცელება მიმდებარე შენობებზე, მათ შორის ახლომდებარე აფხაზურ და რუსულ თეატრებზე. როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად ათასობით ნახატი განადგურდა.

ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დინარა სმირმა სააგენტო Apsnypress-ს განუცხადა, რომ ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე განთავსებული იყო ეროვნული სამხატვრო გალერეის ფონდი, ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარით. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა.

"ეს არის გამოუსწორებელი დანაკლისი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის", - განაცხადა სმირმა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე