ავტორი:

"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს

"ოქროს ბურთის ჯილდო ავტორიტეტს კარგავს" - კრიშტიანუ რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ს ბევრად სჯობს

ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად არაბულ :ალ-ნასრში“ თამაშობს "ოქროს ბურთისა“ და The Best-ის დაჯილდოების ორგანიზატორებს აკრიტიკებს.

"ვფიქრობ, ეს ჯილდოები ამა თუ იმ ხარისხით თავის ავტორიტეტს კარგავს. ჩვენ მთელი სეზონი უნდა გავაანალიზოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მესიმ არ დაიმსახურა პრიზი, ან ჰოლანდმა და მბაპემ.

უბრალოდ, მე აღარ მჯერა ამ ჯილდოების, იმიტომ კი არა, რომ მე მოვიგე Global Soccer Awards. არის ფაქტი, არსებობს კონკრეტული რიცხვები, რომლებიც არ იტყუებიან. ისინი ვერ შეძლებენ მსოფლიოს ბომბარდირის ტიტული წამართვან, იმიტომ რომ ეს ნამდვილია. ეს ბედნიერს მხდის, იმიტომ, რომ ციფრები ყველაფერს ამტკიცებს“, - განაცხადა რონალდუმ.

  • ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა კიდევ ერთხელ "ოქროს ბურთის“ ან The Best-ის ჯილდოს მფლობელი, პორტუგალიელმა უპასუხა, რომ ამაზე არ ფიქრობს.

"ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მე კლუბსა და ნაკრებზე ვფიქრობ. ჯილდოები კარგი სეზონის შემდეგ მოდის. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ“, - თქვა ფეხბურთელმა.

  • მან კარიერის დასრულებაზეც გააკეთა კომენტარი:

"პორტუგალიაში თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. რამდენიმე დღეში 39 წელი შემისრულდება. მიმდინარე წელს და შემდეგ წელს "ალ-ნასრიში“ ვითამაშებ - ეს ყველაზე მეტად მინდა. ვნახოთ, რა იქნება, როდესაც 40 წელი შემისრულდება.

40 წლის ასაკში ასე თამაში - დიდი მიზანია. მერე, თუკი ყველაფერი ნორმალურად იქნება, 41-მდე, 42-მდე შეიძლება. ჩვენ არ ვიცით. თუმცა პორტუგალიის ჩემპიონატში თამაში არ განიხილება", - ამბობს კრიშტიანუ.

  • როგორც ჩანს, რონი საუდის არაბეთში ნამდვილად ბედნიერია და თავის თავს არაბული ფეხბურთის განვითარებაში ხედავს.

"ძალიან ბედნიერი ვარ "ალ-ნასრიში“. საუდის ჩემპიონატი განვითარების პროცესშია, ამას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უმაღლეს დონეზე გავალთ. ვფიქრობ, საუდის პრო-ლიგა მსოფლიოს საუკეთესო სამ ლიგაში მოხვდება. ხალხი ამით იამაყებს.

საუდის ლიგა უკვე ბევრად კონკურენტუნარიანია, ვიდრე ლიგა 1, ამას ვამბობ, იმის შემდეგ, რაც 1 წელი აქ გავატარე. ჩვენ უკვე ახლა ფრანგულ ფეხბურთზე უკეთესი ვართ", - თქვა ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, რონალდუმ "ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელის“ ჯილდო მოიგო. 2023-2024 წლების სეზონში მას 18 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე