ავტორი:

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინამ დონეცკი დაბომბა, რა დროსაც  25 ადამიანი დაიღუპა

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინამ დონეცკი დაბომბა, რა დროსაც  25 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელმძღვანელი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 25 ადამიანი და დაშავდა 20.

ამასთან, დროებით ოკუპირებული ქალაქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი, ალექსეი კულემზინი იუწყება, რომ უკრაინელმა ძალებმა ხალხმრავალი ტერიტორია დაბომბეს, სადაც მაღაზიები და ბაზარია განთავსებული.

პუშილინის თქმით, ქალაქი უკრაინულმა არტილერიამ დაბომბა. უკრაინის ხელისუფლებას, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.