სანქტ-პეტერბურგში 20 იანვრის ღამეს 20-ზე მეტი თინეიჯერი, მათ შორის წარმოშობით ქართველი, 15 წლის რეპერი Baby Melo (გოგა მელაძე) დააკავეს. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ ახალგაზრდები "საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ და უხამსად იქცეოდნენ". მათი ვარაუდით, ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშაც იმყოფებოდნენ. ინციდენტი Baby Melo-ს კონცერტის დროს "გიგანტურ დარბაზში" მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სამმართველოში 15-18 წლამდე ასაკის 23 თინეიჯერი გადაიყვანეს. ახალგაზრდებს ადმინისტრაციული ოქმები რამდენიმე მუხლის საფუძველზე შეუდგინეს:
რუსული პრესის ცნობით, 15 წლის Baby Melo-ს კონცერტი სცენაზე პოლიციელების გამოჩენით დასრულდა და დაკავებულებს შორის რეპერიც აღმოჩნდა.
Safe Internet League-ის ხელმძღვანელის თქმით, კონცერტის შიდა და გარე სივრცეში ჩხუბიც მოხდა და ადამიანის დაჭრის ფაქტიც დაფიქსირდა. "გოგონებიც კი ნაცემები იყვნენ",- განაცხადეს მათ და შემსრულებლის და მისი აუდიტორიის წინააღმდეგ შესული საჩივრების სქრინშოთებიც დაურთეს.
წყარო: fontanka
მოამზადა: ანა სიბოშვილმა