ავტორი:

51 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი

51 წლის ასაკში  გარდაიცვალა ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი

51 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საკალათბურთო კლუბი "რუსთავი"ავრცელებს.

"სიტყვებით ძნელია ამ ტრაგედიის გადმოცემა... 51 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსთაველებისთვის ლეგენდარული, ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი რამაზ გოგობერიშვილი.

საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამაზის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რუსთაველებს და სრულიად ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება მისი გამორჩეული სამქულიანები...

რამაზ გოგობერიშვილის კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები:

- 16 წლისა ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” დუბლებში, ხოლო 17 წლისამ “დინამოს” ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

– დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის “აზოტში” (მოგვიანებით “ენერჯი–ინვესტი”), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ „სტუ-ჯეოსელსა“ და თბილისის “დინამოში”.

– 90–იანი წლების შუაწელში თამაშობდა საბერძნეთის “პაოკსა” და “მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ავეიროში”სანაკრებო კარიერა: 1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში.

მიღწევები: საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.