ჯოდი ფოსტერი მისი ვაჟებისთვის მშვიდი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ტყუილსაც არ მოერიდა.
იმის მიუხედავად, რომ ჩარლის და კიტს ცნობილი დედა ჰყავდათ, ჯოდის სურდა, რომ ბიჭებს რაც შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონოდათ. ჯოდი ბოლო ინტერვიუში გამოტყდა, რომ ის მცირეწლოვან ვაჟებს მანამ უმალავდა თავის სამსახიობო კარიერას, სანამ არ წამოიზარდნენ. მსახიობმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურდა, ამას მათ ცხოვრებაზეგავლენა მოეხდინა .
"ვფიქრობ, რომ არ მინდოდა ასე გავეცნე. მსურდა, მათთვის უბრალოდ დედა ვყოფილიყავი, ის ადამიანი, რომელიც სამუშაოდ იყო წასული. არ მინდოდა იმაზე ფიქრით დაბნეულიყვნენ, თუ საიდან მქონდა შემოსავალი."
ჯოდიმ თავისი უფროსი ვაჟი 3 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე თან წაიყვანა. ამის მიუხედავად, ის ბავშვებს ადრეულ ასაკშივე აჯერებდა, რომ სინამდვილეში მშენებელ მუშად მუშაობდა.
"ერთ დღესაც ჩარლი გადასაღებ მოედანზე მივიყვანე, სახელოსნო პლასტმასის ინსტრუმენტები მივეცი და ავუხსენი მათი ფუნქციები. მას შემდეგ კიდევ დიდი ხანი ეგონა, რომ მუშა ვიყავი".
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, ზუსტად როდის შეიტყვეს ახლა უკვე ზრდასრულმა ბიჭებმა დედის ნამდვილი პროფესიის შესახებ, მისი ვაჟი, ჩარლი ჯოდის კვალს გაჰყვა და თეატრითაა დაინტერესებული. ჯოდის თქმით, გასართობი ინდუსტრიის სიყვარულის მიუხედავად, ბიჭებს დედასთან ერთად მისი ფილმების ყურება სულაც არ ეხალისებათ:
"არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელსაც მათ არასდროს ვაჩვენებ, რადგან ვნერვიულობ, რომ დამცინებენ",- იხუმრა ჯოდიმ და მაგალითად თავისი 1995 წლის ფილმი Nell მოიყვანა.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა