ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში დააკავეს ოთხი პირი, მათ შორის 1 საქართველოს და 3 ტუნისის მოქალაქე, რომლებიც ბრალდებული არიან იმ ჩხუბში მონაწილეობაში, რომლის დროსაც 25 წლის ტუნისელი ილიეს ამრი მოკლეს. დანაშაული ქალაქ პიზაში მოხდა. მკვლელობისთვის კიდევ ერთი, 32 წლის ქართველი დანაშაულიდან 24 საათში დააკავეს. იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტის ყველა მონაწილე, თუმცა მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეა, რომელიც პირველი დააკავეს. წყარო
მკვლელობა 8 იანვარს, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, საფოსტო განყოფილებასთან მოხდა. ახალგაზრდა დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა გავრცელდა რამდენიმე ვერსია, მათგან ერთის თანახმად, კონფლიქტი, რასაც მკვლელობა მოჰყვა, ნარკოტიკებს უკავშირდება. ამას კატეგორიულად უარყოფენ მოკლული ს ძმები, რომლებმაც სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
"ის ცდილობდა მოჩხუბრები გაეშველებინა და ამ დროს მოკლეს. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას. ჩვენი ძმა არც ნარკორეალიზატორი ყოფილა და არც კრიმინალური წარსული ჰქონია", - წერენ ისინი.
როგორ ადგილობრივი მედია წერს, ილიეს ამრი ტუნისიდან იტალიაში, ძმებთან ერთად, 5 წლის წინ ჩავიდა.