ზამთარი უკვე აქტიურ ფაზაშია და, შესაბამისად, იმატებს მობილობა სამთო სათხილამურო კურორტების მიმართულებით. თუმცა, სანამ დასასვენებლად გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის საიმედო მეგზურობაში. იმისათვის, რომ დაგეგმილი მოგზაურობის დროს უსიამოვნო მოულოდნელობებმა არ იჩინოს თავი, "თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: საბურავი, ანტიფრიზი, აკუმულატორი და საქარე მინის მწმენდები.
ზამთრის საბურავები
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. თოვლისა და ნალექის პირობებში გადაადგილებისას განსაკუთრებული როლი ენიჭება საბურავების ხარისხსა და მდგომარეობას. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით მოძრაობა, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც ზამთარში მძღოლებს სამთო სათხილამურო კურორტებამდე მისასვლელ გზებზე ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით გადაადგილებას ავალდებულებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც დატანილი უნდა იყოს საბურავზე, ასევე დაწესდა პროტექტორის მინიმალური სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასე რომ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის საბურავების სეზონთან შესაბამისობა, პროტექტორების ზომა, ასაკი და ზოგადი მდგომარეობაც. საჭიროების შემთხვევაში კი ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან სეზონთან შესაბამისი საბურავი უსაფრთხო გადაადგილების მთავარი წინაპირობა.
(R)