ავტორი:

7,01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთ - ყირგიზეთის საზღვართან - სახლებიდან გამოქცეული მოქალაქეები პიჟამებით თოვლში (ვიდეო)

7,01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთ - ყირგიზეთის საზღვართან - სახლებიდან გამოქცეული მოქალაქეები პიჟამებით თოვლში (ვიდეო)

7,01 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში.

როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, მიწისძვრის სიღრმე 10 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები იყო ყაზახეთშიც, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა.

მედიის ცნობით, მოქალაქეები სახლებიდან გაიქცნენ და ცივი ამინდის მიუხედავად, გარეთ შეიკრიბნენ, ზოგი სახლიდან პიჟამით გაიქცა, ზოგიც პლედით.

Kırgızistanda 7.2 şiddetinde deprem olmuş. Allah yardımcıları olsun.#Kırgızistan#Earthquake#Deprem pic.twitter.com/aJcOjpHs3V
— Forza Galatasaray (@forzagalahell) January 22, 2024

ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სინძიანის რეგიონში, უშუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 მაშველი გაგზავნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღუდგა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ კიდევ 40-მდე ბიძგი დაფიქსირდა.

ბიძგები მეზობელ ქვეყნებში - ყირგიზეთსა და ყაზახეთშიც იგრძნობოდა. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, მოქალაქეებმა სახლები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთსა და ყაზახეთში არავინ დაშავებულა.