ავტორი:

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე სპეციალური ფასი მოქმედებს

"ტოიოტა ცენტრ თბილისში" ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისზე სპეციალური ფასი მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სერვისში მომხმარებელი განსაკუთრებულ ფასს გადაიხდის. კომპანიის სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეცშეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, ისარგებლოს მისი ავტორიზებული სერვისცენტრითა და იქ მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების მომსახურებით და ტოიოტას 5 მოდელისთვის - Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4 - ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურება საუკეთესო ფასად, 150 ლარად მიიღოს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ განმარტებით, ძრავა ავტომობილის მამოძრავებელი ცენტრია და მისი ხანგრძლივი, ეფექტიანი და საიმედო მუშაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეთისა და ფილტრის სწორად შერჩევა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მაღალი ხარისხის ძრავის ორიგინალი ზეთი, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა და გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას.

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS