ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მოზარდმა სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მოზარდმა სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც სოხუმის N2 სკოლასა და გუდაუთის სავაჭრო ცენტრ "ბაბილონში" ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. არასრულწლოვანი და მისი მშობლები სოხუმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

"ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ყალბი შეტყობინების გაგზავნის სქემა, კერძოდ, დადგინდა, რომ მოზარდმა გამოიწერა "ტელეგრამის" არხი, რომლის მოდერატორები აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არიან. მოზარდი აქტიურად სწერდა მათ.

"ტელეგრამის" დახურულ ჯგუფში განიხილავდნენ ანონიმური ზარის განხორციელების შესაძლებლობას.

მიმოწერის შედეგად, ჯგუფის წევრებმა მოზარდი უკანონო ქმედების ჩადენისკენ წაახალისეს“, - ნათქვამია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მოზარდმა სხვადასხვა დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა