ავტორი:

"როცა ერთად ვართ, ფეთქებადები ვხდებით" - პრეზიდენტისა და კომიკოსის "ლავსთორი": ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტის შეყვარებული?

"როცა ერთად ვართ, ფეთქებადები ვხდებით" - პრეზიდენტისა და კომიკოსის "ლავსთორი": ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტის შეყვარებული?

არგენტინელი კომიკოსი ფატიმა ფლორესი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, პოპულისტ სექს გურუს, ხავიერ მილეის ხვდება და მათი ვნებიანი სიყვარულის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ეს კი მანამ, სანამ ქვეყანაში ფინანსური კრიზისი უარესდება.

იმის მიუხედავად, რომ ფატიმა ფლორესი ქვეყნის პირველ პირს მხოლოდ ექვსი თვეა რაც ხვდება, ის საყოველთაოდ არგენტინის პირველ ლედიდ ითვლება.

"ხავიერზე მიჯაჭვული ვარ. მაშინაც კი, როცა ერთმანეთისგან შორს ვართ, მასთან სიახლოვეს ვგრძნობ და როცა ერთად ვართ, ფეთქებადი ვხდებით, ხვდებით რას ვგულისხმობ?"- განუცხადა ესპანურ Sunday Times-ს ფლორესმა.

ფატიმამ მათ სექსუალურ ცხოვრებაზეც გააკეთა კომენტარი. 42 წლის ქალი გამოტყდა, რომ მას მილეისთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და სიცილით დასძინა: "ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ". მისივე თქმით, მოლოდინები ურთიერთობის სხვა განყოფილებებშიც გასცდა საზღვრებს : "მე მასზე თავდავიწყებით ვარ შეყვარებული. ის ნამდვილი როკ-ვარსკვლავია".

53 წლის მილეის მართლაც ეხერხება თეატრალური წარმოდგენების მოწყობა. 1 თვის წინ გაპრეზიდენტებული ხავიერი თავისი იშვიათი ვარცხნილობით, რომელიც კომიქსების პერსონაჟ მაქციებს მოგვაგონებს, კამპანიის დროს სცენაზე მასიური ხერხით გამოვიდა და განაცხადა, რომ უსარგებლო ხარჯები უნდა გადაეხერხა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალი მილეის ცხოვრებაში მისი და, კარინაა. კარინას პრეზიდენტი "ელ ჯეფეს" უწოდებს, რაც ესპანურში სიტყვა "ბოსის" მამრობითი სქესის ფორმაა. კრიტიკოსები სპეკულირებენ, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლება სწორედ კარინას ხელშია.

"ხალხს რაც უნდა ის იფიქროს, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვართ",- ამბობს ფლორესი. "ჩვენს ურთიერთობაში სამუშაოს ნაკლებად ვრევთ. ერთად როცა ვართ, ეს ჩვენი სიამოვნებისთვისაა და ამ დროს კარგად ვიყენებთ: ვეფერებით ერთმანეთს, ვეხუტებით, ვუკავშირდებით, ჩვენს გრძნობებზე ვსაუბრობთ და ემოციურ და სულიერ საკითხებს განვიხილავთ".

ფლორესი თითქმის ყოველ ღამით არგენტინის საკურორტო ქალაქის სცენაზე გამოდის, რათა მაიკლ ჯექსონის, შაკირას, ხავიერ მილეის და სხვა ცნობილი ადამიანების პაროდიები გააკეთოს

"ერთი კვირაა ერთმანეთი არ გვინახავს. ის საქმისთვის თავდადებული პრეზიდენტია, ძალიან ცოტა სძინავს, რათა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. მას უამრავი საქმე აქვს, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა".

"ის სხვა პოლიტიკოსებს საერთოდ არ ჰგავს. აქამდე არ მინახავს ხალხს ვინმე სხვა პოლიტიკოსი ასე ჰყვარებოდეს.." - დასძინა ფლორესმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა