ავტორი:

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

რუსული ჯგუფის "A'Studio"-ს სოლისტს, ქეთა თოფურიას გამორჩეული გარეგნობა აქვს. მომღერალი უკვე წლებია, რაც რუსეთში ცხოვრობს და მღერის. მედიაში ხშირად ქვეყნდება მასალები მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს პლასტიკურ ქირურგიაზე, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს, სადაც აღიარებს, რომ რინოპლასტიკა თავად ორჯერ აქვს გაკეთებული.

აღმოჩნდა, რომ ქეთი დადებითად არის განწყობილი რადიკალური კოსმეტოლოგიური მეთოდების მიმართ და თვლის, რომ პლასტიკური ქირურგია ეხმარება ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში, თუმცა იმ პირობით, რომ ეს ძალიან ფრთხილად იქნება გაკეთებული. თოფურიამ აღიარა, რომ პლასტიკური ქირურგიას დახმარებისთვის თავადაც მიმართა.

"ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში, არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა,“ - ამბობს ქეთა.

37 წლის მომღერლის თქმით, მან ტრავმის გამო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ერთ დღეს თოფურიას ნათესავმა დაუდევრად ესროლა შოკოლადის ფილა...

"ჩემი ბიძაშვილი მოვიდა სახლში, ჩვენთან და ხუმრობით ცხვირში შოკოლადი "ტვიქსი" მესროლა. მაშინ ნამდვილად ვიგრძენი ის მომენტი, როდესაც ამბობენ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა. მეგონა გამივლიდა, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შემექმნა, ერთი ნესტოთი საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ქირურგთან მივედი, რომელმაც ძგიდის ოპერაცია გამიკეთა. მოგვიანებით საკუთარ თავს ტელევიზორში რომ შევხედე, ცხვირის წვერი დაბლა მივარდებოდა. დედამ მკითხა: "ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებული? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო“, - განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა.

რუსეთში ცხოვრებისას ქეთა კიდევ ერთხელ ესტუმრა ამჯერად ცნობილ რუს პლასტიკურ ქირურგს, აღმოჩნდა, რომ ძგიდის გასწორების ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად უკვე მეორედ დასჭირდა ოპერაცია, რა დროსაც ექიმმა პრობლემა გამოასწორა და ცხვირის ფორმაც შეიცვალა.

"ჩვენ ვიპოვეთ შესანიშნავი პლასტიკური ქირურგი, არტურ რიბაკინი, რომელმაც რინოპლასტიკა გამიკეთა. მითხრა, რომ ძგიდის ოპერაცია არასწორად იყო გაკეთებული და თავიდან გამიკეთა ძგიდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ახლა ბედნიერი ვარ“, - ამბობს თოფურია.

მომღერალმა მეუღლესთან, ლევ ძენგოვთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მამინაცვალმა ოლივიასთან საერთო ენის გამონახვა ადვილად შეძლო. თუმცა ოჯახში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ქეთის თქმით, მისი ქმარი ზედმეტად რბილად იქცეოდა გოგონასთან.

"მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თავიდანვე ძალიან მეგობრულები იყვნენ. მოგვიანებით, როდესაც ის ცოტა გაიზარდა, ძენგოვი მიხვდა, რომ საჭირო იყო ცოტა საზღვრების აშენება. და ეს ყველაფერი ძალიან კომპეტენტურად გააკეთა - ინარჩუნებდა როგორც მეგობრობას, ასევე გარკვეულ დისტანციას, ისე რომ არ არსებობდა მიმღებლობა. იყო მომენტები, როდესაც ბავშვი არ იყო მიჩვეული სხვისგან შენიშვნის მიცემას. ოლივია მხოლოდ დედას უსმენდა, მაგრამ არა მამინაცვალს. ცოტა რთული იყო ამ მომენტის შეცვლა. მაგრამ მან ეს მოახერხა,“ - ამბობს ქეთა.

მომღერალმა ოლივია პირველ მეუღლესთან ლევ გეიხმანთან ქორწინებაში ლოს-ანჯელესის კლინიკაში გააჩინა. თოფურია არ მალავს, რომ გოგონას ამერიკის მოქალაქეობა აქვს.

"არა მგონია, რომ ამას რაიმე უპირატესობა ჰქონდეს. ბავშვი რუსეთში ცხოვრობს და არსად წასვლას არ ვაპირებთ, განსაკუთრებით ამერიკაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, მოგვიწევს უარის თქმა, რადგან, როგორც მე ვიცი, გადასახადებს იხდი მაშინაც კი, თუ იქ არ ცხოვრობ“, - ამბობს ქეთა YouTube-ის გადაცემაში „Macarena“.

წაიკითხეთ ასევე: