ავტორი:

დევა კასელი პარიზის მოდის კვირეულზე შეყვარებულთან ერთად მივიდა - ულამაზესი მოდელის ახალი ფოტოები

დევა კასელი პარიზის მოდის კვირეულზე შეყვარებულთან ერთად მივიდა - ულამაზესი მოდელის ახალი ფოტოები

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ულამაზესი ქალიშვილი დევა კასელი პარიზის მოდის კვირეულზე შეყვარებულთან, საულ ნანისთან ერთად მივიდა.

დევა Dior-ის ჩვენებას დაესწრო. ბრენდმა 2024 წლის გაზაფხული ზაფხულის Haute Couture კოლექცია წარადგინა.

დევამ "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით მადლობა გადაუხადა Dior-ს მიწვევისთვის და ფანებს ფოტოები გაუზიარა.

19 წლის დევას რომანტიკული ურთიერთობა აქვს 24 წლის მსახიობთან, საულ ნანისთან. საული მსახიობობის გარდა, სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული.

ის 1999 წელს ბოლონიაში დაიბადა. ცნობილია ფილმებით Brado, Love & Gelato და Under the Riccione Sun. მსახიობს ფანების ნაწილი ვიზუალით ლეგენდარულ ალენ დელონს ამსგავსებს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს, Netflix-ის ფილმი The Leopard გამოვა. ეს იქნება ადაპტაცია 1965 წელს გამოსული ფილმისა, სადაც მთავარ გმირს, ტანკრედე ფალკონერის ალენ დელონი თამაშობდა. ამჯერად, ფალკონერის როლს საულ ნანი მოირგებს.