ავტორი:

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანა აფეთქდა: დაიღუპა 6 ადამიანი და 14 დაშავდა

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანა აფეთქდა: დაიღუპა 6 ადამიანი და 14 დაშავდა

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფეთქდა.

მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის 3 მეხანძრეა. 10 დაშავებული, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.