ავტორი:

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა - რას ედავება "ლელოს" ლიდერი თბილისის მერს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ კახა კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა.

"ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ყალბი ცნობებია და შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა. ამ ბოლო დროს, წარმოებაში მიღების საკითხი ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა სხვანაირად ხდება, კანონის შეუსაბამოდ. დაველოდოთ, რა მოხდება, ყველანაირი საფუძველი არსებობს, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან",- განაცხადა კორძაძემ.