მაღალსართულიანი შენობები ურბანიზაციის შემადგენელი ნაწილია. ის ბევრი ქალაქის სავიზიტო ბარათადაც იქცა და ეკონომიკურ განვითარებასთან და ცხოვრების აჩქარებულ ტემპთან ასოცირდება.
მეორე მხრივ, ამგვარ დასახლებებში სტრესი და შფოთვა იმატებს. თუ გარშემო მწვანე ნარგავებისა და პარკების სიმცირეა, ხშირად ადამიანებს ყოველდღიურად განტვირთვისა და მშვიდად გასეირნების შესაძლებლობაც ეზღუდებათ ხოლმე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი შეიძლება როგორ მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს.
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ თბილისში ბინის შეძენისას უკვე კორპუსის გარშემო არსებულ პარკებისა და სკვერების რაოდენობას ვაკვირდებით. პრიორიტეტი კი ენიჭება ისეთ პროექტებს, სადაც ჰექტრობით ტერიტორიაზეა მწვანე ნარგავები გაშენებული და დასასვენებელი სივრცეები მოწყობილი. ამგვარი კომპლექსები კი უფრო ხშირად დედაქალაქის შემოგარენში ვითარდება. ერთ-ერთი გამონაკლისია „დევარტ გრინ გარდენსი“, რომელიც ქალაქის ცენტრში, ხუდადოვის ტყესთან ხორციელდება.

როგორც წესი, ამგვარ პროექტებში გათვალისწინებულია დაბალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც ორგანულად ერწყმის კონკრეტული ტერიტორიის ლანდშაფტს და ჩაფლულია მწვანე ნარგავებში. ასეთი გარემო ქმნის სიმშვიდის, სიმყუდროვისა და დაცულობის განცდას. კომპლექსში შესვლისას სწორედ აღნიშნული ემოციები გეუფლება და მთელი დღის განმავლობაში ხმაურითა და დაძაბულობით მიღებული სტრესისგან თავისუფლდები.
როგორც წესი, მსგავს კომპლექსებში სამეზობლო ერთმანეთთან უფრო დაახლოებული და მეგობრულია, ერთმანეთის მიმართ მეტი ნდობით გამოირჩევა, რაც მობინადრის ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება.

რომ შევაჯამოთ, კომპლექსებსა და დაბალსართულიან კორპუსში ცხოვრების მთავარი უპირატესობებია:
იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ პროექტებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება, „დევარტ გრინ გარდენსი“ ყველა აღნიშნულ პუნქტს აკმაყოფილებს. ის არის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ხორციელდება 12000 მ2 ტერიტორიაზე და მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონებს, კომერციულ ფართებს, საბავშვო და რეკრეაციულ სივრცეებს. ტერიტორიას მეთვალყურეობს 24-საათიანი დაცვა. პირველი ბლოკის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად კი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.
გარდა მოსაზღვრე რეკრეაციული ზონისა, კერძოდ, ხუდადოვის ტყისა, საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი შიდა 8 000 კვ.მ ფართობის ეზო, სადაც მრავალწლიანი წიწვოვანი ხეებია.
„დევარტ გრინ გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რამდენიმე წუთია საჭირო ისეთ ადგილებამდე მისასვლელად, როგორიცაა: სადგურის მოედანი; ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი; თავისუფლების მოედანი; კახეთის გზატკეცილი და თბილისის ზღვა, რაც კომპლექსის უნიკალურ მდებარეობაზე მეტყველებს.
თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნა: ცხოვრობდეს მშვიდ, დაცულ და გამწვანებულ გარემოში ქალაქის ძირითად ობიექტებთან ახლოს და ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა ურბანულ სერვისზე, „დევარტ გრინ გარდენსში“ სრულად არის გათვალისწინებული.
(R)