ავტორი:

როგორ მიდიან მოქალაქეები იძულებით გამოსახლებამდე - "აფორმებენ კაბალურ ხელშეკრულებას, რითაც მსესხებელი ავტომატურად უფორმებს ქონებას გამსესხებელს"

როგორ მიდიან მოქალაქეები იძულებით გამოსახლებამდე - "აფორმებენ კაბალურ ხელშეკრულებას, რითაც მსესხებელი ავტომატურად უფორმებს ქონებას გამსესხებელს"

მედიაში, ორი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, დღეს კი დადიანის ქუჩაზე იგეგმებოდა იგივე პროცესი. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულბებთან არის დაკავშირებული.

ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები, იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად კერძო გამსესხებლები თანხის გასესხების სანაცვლოდ მოქალაქეს უფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ „მსესხებელი ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს“.

იძულებით გამოსახლებისა და კერძო გამსესხებლების საკითხს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

"2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:

ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს ვერ ასესხებს თანხას უცხოურ ვალუტაში.

თუ ასესხებს ლარში, უზრუნველყოფაში ვერ მიიღებს უძრავ ნივთს. ანუ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ პირებს შორის აიკრძალა;..წაიკითხეთ ასევე

წაიკითხეთ ასევე: