ავტორი:

"ძვირფასო ინგა, ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას" - რას წერს სააკაშვილი

"ძვირფასო ინგა, ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას" - რას წერს სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ ეთერში დასმულ კითხვას ეხმიანება და ამის თაობაზე პოსტს აქვეყნებს.

"დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს. კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად. ძალიან მიყვარხართ!

P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, არ უნდა იჯდეს ციხეშიო? ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ. არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას. სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის." - წერს სააკაშვილი "ფეისბუქში".