ავტორი:

450 223 ლარად შეძენილი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი - რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

450 223 ლარად შეძენილი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი - რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ევა გოცირიძეს დეკლარაცია 2024 წლის 16 იანვარს აქვს განახლებული.

არსებული ინფორმაციით, მის საკუთრებაშია:

2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი უძრავი ქონება, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის ფართიც 20 კვ.მ.-ს შეადგენს.

2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 კვ. მ.-ის ფართის ბინა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2011 წელს 3 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამბროლაურის რაიონში, სოფელ ხოტევში.2021 წელს, 140 000 აშშ დოლარად მან შეიძინა კომერციული ფართი სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამას ქუჩაზე.

2016 წელს 450 223 ლარად შეიძინა ბინა ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 223,75 კვ.მ. გააგრძელეთ კითხვა