ავტორი:

იგორ გირკინს, ექსტრემიზმის ბრალდებით, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იგორ გირკინს, ექსტრემიზმის ბრალდებით, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი იგორ გირკინი, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებდა,, ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნეს - მოსკოვის სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გირკინი ბრალდებას უარყოფს. მის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობის წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.

  • გირკინი ზაფხულში დააკავეს. მანამდე მან ულტრანაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფი სახელწოდებით Angry Patriots Club დააარსა და განაცხადა, რომ "რუსეთი ძალიან მძიმე შიდა პოლიტიკური ცვლილებების ზღვარზეა". დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა და რუსეთის პრეზიდენტს "მშიშარა" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სანამ ბლოგერი გახდებოდა, გირკინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი იყო. ასევე მსახურობდა თავდაცვის მინისტრად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში.

გირკინის სახელი ასევე დაკავშირებული იყო მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდებასთან. საერთაშორისო სასამართლომ იგი 2022 წელს დამნაშავედ ცნო მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობისთვის და დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.