ავტორი:

რატომ დატოვა არესტოვიჩმა უკრაინა და რამდენს გამოიმუშავებს YouTube-დან - ექსმაღალჩინოსნის "მომთაბარე ცხოვრება" და გაზრდილი შემოსავლები: "მე არ ვარ ღარიბი ადამიანი"

რატომ დატოვა არესტოვიჩმა უკრაინა და რამდენს გამოიმუშავებს YouTube-დან - ექსმაღალჩინოსნის "მომთაბარე ცხოვრება" და გაზრდილი შემოსავლები: "მე არ ვარ ღარიბი ადამიანი"

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, ნიუ-იორკში დეკემბერში ნახეს, იანვარში კი - ვარშავაში. არესტოვიჩი ჟურნალოსტებს არწმუნებს, რომ მან ლეგალურად დატოვა უკრაინა და აუცილებლად დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში საქმე არის აღძრული.

ანა ოლიცკისთან ინტერვიუში 48 წლის ყოფილი მრჩეველი საკუთარი შემოსავლების შესახებ საუბრობს. საუბარი ნიუ-იორკში შედგა, სადაც იმ დროს არესტოვიჩი ცხოვრობდა "პატარა და მყუდრო" ნაქირავებ ბინაში, რომელიც გადაჰყურებდა ცენტრალურ პარკს.

მისი თქმით, ამერიკაში "უკრაინის საკითხში დამოუკიდებელი ექსპერტის" მოწვევით ჩავიდა.

"ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად ეხებოდა იმას, რომ უკრაინას გადაეცეს დახმარების შემდეგი ტრანში“, - ამბობს ალექსეი.

მისი თქმით, მან დატოვა უკრაინა "რაღაცნაირად", მაგრამ ლეგალურად.

ნიუ-იორკის შუაგულში მდებარე ბინა, სადაც არესტოვიჩი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა, ძალიან ძვირი ღირდა.

"პირველი, მე არ ვარ ღარიბი ადამიანი. მეორეც, ეს არის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რადგან აქ უსაფრთხოების რეჟიმი ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერ სხვა უბანში. მესამეც, ეს მასპინძელი მხარის რეკომენდაციებია, მათთვის უფრო ადვილია ჩემი აქ ყოფნა." - თქვა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩმა თქვა, YouTube არ არის მისი შემოსავლის მთავარი წყარო.

"თვეში 1030 დოლარი, ეს არ არის მთავარი შემოსავალი, ძირითადი შემოსავალი არის სემინარები, რომელსაც ვატარებ. ხალხი ჩემთან სწავლობს მსოფლიოს 54-ზე მეტი ქვეყნიდან, ბევრი მათგანი ამერიკიდანაა და მთავარი შემოსავალი ეს არის“, - განმარტა მან.

მამაკაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის ფსიქოლოგი, რადგან მას შესაბამისი განათლება არ აქვს.

"ამიტომ საკუთარ თავს არასდროს ვუწოდებ ფსიქოლოგს, ვამბობ, რომ ვარ ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიას ეწევა ან დაინტერესებულია ფსიქოლოგიით. ასე რომ თქვან ჩემზე: "ის საკუთარ თავს ფსიქოლოგს უწოდებს..." მე არასოდეს მიწოდებია ჩემი თავისთვის ფსიქოლოგი, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც 20 წელზე ცოტა მეტია, 24 წელზე მეტია, რაც ფსიქოლოგიით არის დაკავებული..." - ამბობს არესტოვიჩმა.

ალექსის თქმით, მასთან სწავლობენ როგორც ღარიბი სტუდენტები, ასევე მილიარდერები, რომლებიც "თავის თავს ეძებენ".

სრულმასშტაბიანი ომის დროს არესტოვიჩის შემოსავალი გაიზარდა, თუმცა პირველი სამი თვის განმავლობაში კაპიკებს ითვლიდა. როგორც ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მან უკვე შესწირა 14 მილიონი გრივნა ჯარს და დაეხმარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

არესტოვიჩმა ამბობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, როცა საზღვარგარეთ რამდენიმე პროექტს დაასრულებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სექსისტური გამონათქვამები, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის საფუძველი გახდა, კონტექსტიდან იქნა ამოღებული და თქვა, რომ რეალურად ის ასწავლიდა, როგორ არ უნდა იყოს კაცი ასეთი.

ის კატეგორიულად უარყოფს აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში დარჩენის ვარიანტებს და იმ ფაქტს, რომ უკრაინაში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ მისი დაბრუნება, ყურადღებას არ მიაქცევს.