ავტორი:

ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალები ხდება ცნობილი ორბელიანის მოედანზე მომხდარ გარჩევაზე?

ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა და რა დეტალები ხდება ცნობილი ორბელიანის მოედანზე მომხდარ გარჩევაზე?

თბილისში დღეს მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ნიკიტა აგიევია, რომელიც გავრცელებული ცნობით, სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, თავდასხმა ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და დანაშაულის ფიგურანტი სავარაუდოდ 4 პირია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით პოლიციას დანაშაულში ბრალდებული არ დაუკავებია.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ნიკიტა აგიევი, ფოტოს "ტვ პირველი" ავრცელებს