ავტორი:

"ეს საშინელი ტრაგედიაა..." - აშშ-ში 25 წლის მოცეკვავის გარდაცვალებას ფუნთუშას ჭამას უკავშირებენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"ეს საშინელი ტრაგედიაა..." - აშშ-ში 25 წლის მოცეკვავის გარდაცვალებას ფუნთუშას ჭამას უკავშირებენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

25 წლის მოცეკვავე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ნიუ-იორკში Stew Leonard's-ის სასურსათო მაღაზიაში ფუნთუშა შეჭამა - ერლა ბაქსენდეილს მძიმე ალერგიული რეაქციის შედეგად ანაფილაქსიურ შოკი განუვითარდა.

"ერლას გარდაცვალება გამოწვეული იყო სამწუხარო ინციდენტით, რომელიც დაკავშირებულია Cookies United-ის მიერ წარმოებულ და Stew Leonard's-ის მიერ გაყიდულ ფუნთუშასთან, რომელიც შეიცავდა არაქისს“, - განაცხადა ადვოკატმა მარიჯო ადიმეიმ.

მოცეკვავის გარდაცვალებას Stew Leonard's-ის აღმასრულებელი დირექტორიც გამოეხმაურა:

"ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ, ეს საშინელი ტრაგედიაა... მე ოთხი ქალიშვილი მყავს, მათგან ერთი 20 წლისაა. წარმომიდგენია, როგორ გრძნობს თავს ახლა მისი ოჯახი“, - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

პროკურატურის განცხადებით, კომპანიამ ფუნთუშების ეტიკეტზე არ მიუთითა არაქისის შემცველობა. შესაბამისად მოცეკვავეს ალერგიული რეაქცია განუვითარდა და გარდაიცვალა. მომხდარს სურსათის, სტანდარტებისა და პროდუქტების უსაფრთხოების განყოფილება (DCP) იძიებს.