ავტორი:

"ნიკოლოზი უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის... მიუხედავად იმისა, რომ აქვს უფლება, ბავშვს დღემდე ვერ ნახულობს, ხელისშემშლელია ნელი" - ბასილაშვილის ადვოკატი

"ნიკოლოზი უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის... მიუხედავად იმისა, რომ აქვს უფლება, ბავშვს დღემდე ვერ ნახულობს, ხელისშემშლელია ნელი" - ბასილაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს - ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დავის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხმაურიან საქმეს დიდხანს იხილავდა სასამართლო და მედიითაც აქტიურად შუქდებოდა. ისიც ცნობილია, რომ მათ საერთო ქორწინებაში ჰყავთ შვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობს. როგორც ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩვენთან საუბარში ამბობს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. არადა, კარგა ხანია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლემ ნიკას შვილის ნახვის დღეები განუსაზღვრა კიდეც. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილი კანონს არღვევს და მამას თავისი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა მამას მიეცეს მონატრებული შვილის ნახვის შესაძლებლობა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, კანონში ამ კუთხით ხარვეზია და ამიტომ მშობლის უფლება ირღვევა, თვლის, რომ ის ხარვეზი უნდა გამოსწორდეს:

- ნიკა ბასილაშვილს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს სრული უფლება, რომ შვილი მოინახულოს, თუმცა ამის აღსრულება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელისშემშლელი ფაქტორი გახლავთ ბავშვის დედა, ნელი დოროყაშვილი, რომელიც დღემდე გაჯიუტებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მან თავის თავს უნდა აჯობოს და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, არსებული კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას და მეტ სიცხადეს, რათა ნებით თუ უნებლიედ არ დაზიანდეს რომელიმე მშობლის ინტერესი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის, როგორც მამის, ინტერესები უგულებელყოფილია.

სამწუხაროდ, დღესდღეობით შეინიშნება ხარვეზი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მაგალითად, მოსამართლის განჩინება, რომელიც ეხებოდა ალიმენტის საკითხს. მამას დაუყოვნებლივ დაეკისრა მისი აღსრულება, ხოლო რაც შეეხება ასევე მოსამართლის სხვა გადაწყვეტილებას, შვილის მოსანახულებლად გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით, მისი აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში გამოსავლის პოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ყველა გზას ვეძებთ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხოლოდ ფორმალური ბერკეტი გააჩნია და, რეალურად, მხოლოდ სოციალური მუშაკი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. იმის გამო, რომ ნიკოლოზისთვის მნიშვნელოვანია შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არ სურს, კვლავ კონფრონტაციაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან, გვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. როდესაც ერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე, მაშინ მეორეს უწევს ამის გაკეთება.

ნელი დოროყაშვილის პირადი შეხედულების საფუძველზე, თვითნებურად, ბავშვთან მიახლოების საშუალება არ ეძლევა არა მარტო ნიკა ბასილაშვილს, არამედ, მისი ოჯახის ყველა წევრს და მამის მხრიდან ბავშვის ყველა ნათესავს..განაგრძეთ კითხვა