ავტორი:

"ობიექტურად - "რა ხდება გუდაურში?" შუა სეზონზე საათები საბაგიროს სკამზე დაკიდებული რომ იქნები, რა განვითარებაზეა საუბარი" - რას წერს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი?

"ობიექტურად - "რა ხდება გუდაურში?" შუა სეზონზე საათები საბაგიროს სკამზე დაკიდებული რომ იქნები, რა განვითარებაზეა საუბარი" - რას წერს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი?

გუდაურში მიმდინარე სეზონსა და იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ვითარებაზე "მგზავრები ჯგუფის" დამფუძნებელი და "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი წერს.

  • როგორც ის საკუთარ "ფეისბუქ" პოსტში აღნიშნავს, არსებულმა ვითარებამ მას 90-ანებიც კი გაახსენა.

"ობიექტურად - "რა ხდება გუდაურში?" ბევრი იწერება კურორტზე არსებულ ფასებზე, ინფრასტრუქტურაზე, კვებასა და გართობაზე... მოდი მთავარით დავიწყებ: 1.ნორმალურად არ მუშაობს საბაგიროები - მიზეზი: დენი არაა!!!

90იანი წლებიდან ვსრიალებ აქ და გამახსენდა ბნელი წლები. მაგალითად დღეს დილის 10:00-დან... უკვე შუადღეა და საბაგიროები დგას. 2. საბაგიროს დღიური აბონიმენტის ფასი წლების უკან 30 ლარიდან - 70 ლარამდეა გაზრდილი, რაც ახალი ლიფტების დამატების ფონზე მესმის მაგრამ...

იყიდე მაგრამ ვერ სრიალებ 3. ახალი გუდაური თუ ძველი მარკო პოლო - პარკინგებზე მძიმე მდგომარეობაა, ხოლო იმათთვის ვისაც მანქანა არ ყავს ან გაჩერება უნდა, უბრალოდ არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გადაადგილდე, არც ქვეითებისთვის დატოვებული ბილიკები.პირველ რიგში ხალხი აქ სასრიალოდ ჩამოდის! იხდის ძვირს სასტუმროებში, კვებაზე მაგრამ ვერ სრიალებს...

რა კურორტის განვითარებზე და ტურისტების მოზიდვაზეა საუბარი...შუა სეზონზე საათებს რომ რიგში გაატარებ ან საბაგიროს სკამზე დაკიდებული!ერთი სახელმწიფო უწყების გადასაწყვეტი ეს რა თქმა უნდა არაა მაგრამ იქნებ ოდნავ მეტი მოინდომოთ!" - წერს ყარალაშვილი.

ნახეთ ასევე: