Playboy-ის ვარსკვლავი, მასუიმი მაქსი ლას-ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი 45 წლის იყო.
TMZ-ის ცნობით, 25 იანვარს, დილის 11:30 საათზე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა, ადგილზე პოლიციასთან ერთად, სასწრაფო დახმარებაც მივიდა. ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"მადლობელი ვარ... შენ ბევრი რამ მასწავლე მაშინ, როცა ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. არ მჯერა, რომ ეს მართალია", - წერს მაქსის მეგობარი ეშლიტა ბოშამპი "ინსტაგრამზე".
"დაისვენე სამოთხეში ძვირფასო!"
"ძალიან დამწყდა გული... მოგვენატრები", - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.
მასუიმიმ სამოდელო კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამშრომლობდა არაერთ ცნობილ ჟურნალთან, მათ შორის: Playboy, Maxim, Alt და Bizarre.