ავტორი:

როგორ მკურნალობდნენ ძველად გაციებას - დადასტურებული ხალხური საშუალებები, რომლებიც იმ დროს მედიკამენტებს ცვლიდნენ

როგორ მკურნალობდნენ ძველად გაციებას - დადასტურებული ხალხური საშუალებები, რომლებიც იმ დროს მედიკამენტებს ცვლიდნენ

წლების წინ, როდესაც აფთიაქებში ამდენი წამალი ხელმისაწვდომი არ იყო, ზამთრის დადგომასთან ერთად, ადამიანები ხალხურ საშუალებებს იმარაგებდნენ. დღეს, ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ ათეული სახეობის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის, ხველის, სიცხის და ანთების დასამარცხებლად გამოგადგებათ. მაგრამ დევიზი "ნაკლები ქიმია, უმჯობესია ბუნებრივი საშუალებები" დღემდე საუკეთესოდ მუშაობს მოსახლეობაში. ეს არა მხოლოდ ფულის დაზოგვის საშუალებაა, არამედ ჩვევა, რომელიც ჯერ კიდევ უფროს თაობას მოჰყვება.

კარტოფილის ინჰალაცია

ადრე, ყველაზე გავრცელებული მეთოდი კარტოფილის ინჰალაცია იყო. თქვენ შეგიძლია უბრალოდ კარტოფილი, შემდეგ დაჯდეთ ქვაბის წინ, დაიფაროთ პირსახოცი და ჩაისუნთქოთ ცხელი ორთქლი. ალბათ გიფიქრიათმ რატომ კარტოფილი და არა ჭარხალი, ყაბაყი ან გოგრა. უფროსი თაობის ადამიანები ამტკიცებენ, რომ კარტოფილის ცხელი ორთქლი, საუკეთესოდ ეხმარება ადამიანებს გაციების პირველ ნიშნებისას.

ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ინჰალაციას მიუხედავად შედეგი არ ჰქონდათ და თავს უარესად გრძნობენ. სავარაუდოდ, ისინი არღვევენ წესებს: პირველი, კარტოფილი აუცილებლად კანიანად უნდა მოხარშოთ, მეორეც, მომზადების შემდეგ წყალი უნდა დაიკლოს, რადგან ცხელმა ორთქლმა შეიძლება ლორწოვანი გარსების დამწვრობაც კი გამოიწვიოს და მესამე, დაუშვებელია მწვანე კარტოფილის მოხარშვა, რადგან მასში მომწამვლელი ნივთიერებაა.

შემოდგომა-ზამთრის კენკრა - ასკილი

ზამთარში სიცივეებთან გასამკლავებლად ბებიები აქტიურად აგროვებდნენ ასკილს, აშრობდდნენ და ზამთარში ჩაიში ამატებდნენ. ასკილის ჩაიში დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი, წარმოიდგინეთ, ლიმონზე მეტი. ის ასევე შეიცავს ფლავონოიდებს (მათ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ), რომლებსაც შეუძლიათ ბაქტერიების მოკვლა. ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანები ასკილს იყენებდნენ მაღალი წნევის შესამცირებლად.

ასკილი ასევე შეიცავს ბევრ ვიტამინს და ანტიოქსიდანტს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ეს კენკრა დაგეხმარებათ დიაბეტის, ართრიტის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების და ნაწლავის დაავადებების მკურნალობაში.

სხვათა შორის, ის არა მხოლოდ გაციების დროს არის ეფექტური, არამედ ჭარბი წონის მოშორებაშიც დაგეხმარებათ. ის ააქტიურებს ცხიმის წვას, მოგაშორებთ შეშუპებას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. აადუღეთ სამი სუფრის კოვზი ასკილი 1 ლიტრ მდუღარე წყალში და დატოვეთ სითხე მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მიიღეთ ½ ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ნიორი, რომელსაც ექიმებიც გვირჩევენ

ნიორი შეგიძლიათ მიირთვათ უმი სახით ან დაამატოთ ცხელ კერძში. დაჭყლეტილი ნიორი შეგიძლიათ შავ პურის ნაჭერზე გადაუსვათ, მოაყაროთ მარილი და მიიღეთ სურნელოვანი, გემრიელი სენდვიჩი. ექიმები თანხმდებიან, რომ ნიორი ეფექტურია როგორც პროფილაქტიკური საშუალება გრიპის წინააღმდეგ. ის შეიცავს აქროლად ნივთიერებებს, ფიტონციდებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ მარტივი მიკროორგანიზმების, ანუ ვირუსების, ბაქტერიების და სოკოების ზრდა. გარდა ამისა, ნიორი ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის ფორმირებას, რაც ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს. ნაწლავის პარაზიტებს სძულთ ნიორი.

ასე რომ, მას უძველესი დროიდან იყენებდნენ და წარმოიდგინეთ ბავშვები კისერზეც კი კიდებდნენ ნიორის ერთ კბილს, რათა არ ვირუსი არ შეყროდათ.

ძალიან ხშირად ადამიანი, რომელიც გრძნობდა, რომ ავად ხდებოდა, მიირთმევდა ნიორს და დილით სამსახურში მიდიოდა. მაშინ აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ვინმეს პირიდან მძაფრი სუნის ქონის გამო, შენიშვნა მიეცათ. პირიქით, ხალხი შეგნებულად უქნევდა თავს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებდა. ძველად გაციების პირველივე სიმპტომების დროს ნიორის ჭამა გავრცელებული მეთოდიიყო.

შაქრიანი ლიმონი

ძველად განსაკუთრებულად სჯეროდათ C ვიტამინის ეფექტურობის, რომლის ყველაზე პოპულარული ბუნებრივი წყარო ლიმონი იყო. ამიტომ ხშირად უმატებდნენ ჩაის და ცომეულს და ასხურებდნენ შემწვარ თევზს. ლიმონის თვისებების შესანარჩუნებლად კი სპეციალურ მურაბას ამზადებდნენ. ჭრიდნენ ლიმონს წრეებად, შუშის ქილაში ყრიდნენ და ამატებდნენ შაქარს.

შემდეგ ათავსებდნენ მაცივარში. ოჯახის თითოეული წევრი ყოველდღე მიირთმევდა 1 კოვზ ციტრუსის სიროფს. ასევე სამკურნალოდ ითვლებოდა ლიმონისა და თაფლის კომბინაცია. ამჟამად ექიმები თვლიან, რომ ლიმონი შეიცავს მჟავას, რომელიც საზიანოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. მაგრამ ვიტამინები და მინერალები ნამდვილად ეფექტურია გაციების წინააღმდეგ.